LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალური პოლიტიკის მიმართულებით სისტემურ რეფორმებს დავიწყებთ – დავით სერგეენკო

sergeenkoo

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალური პოლიტიკის მიმართულებით სისტემურ რეფორმებს დაიწყებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, უკვე შემუშავებულია სპეციალური სამოქმედო გეგმაც.

„როგორც სოციალურ პოლიტიკაში, ასევე სოციალურ სამუშაოში, რომელსაც სოცმუშაკები ახორციელებენ, სისტემური ცვლილებები დიდი ხნის წინ არის დაგეგმილი. შარშან, წლის ბოლოს უკვე შემუშავდა სპეციალური სამოქმედო გეგმა, რომელიც არის პასუხი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე,” – განაცხადა სერგეენკომ.

4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, სერგეენკო ამბობს, რომ ეს არის კონკრეტული შემთხვევა და არა სისტემური პრობლემა.

„რა თქმა უნდა, ეს არ არის სისტემური პრობლემა, ეს არის კონკრეტული შემთხვევა, თუმცა სისტემური რეფორმები იქნება, რაც მიმართულია უფრო მეტი შედეგისაკენ,” – განმარტავს სერგეენკო.

შეგახსენებთ, სოციალურმა მუშაკებმა ჯანდაცვის მინისტრს საჯაროდ მიმართეს. წერილში აღნიშნულია, რომ ძალადობის შემთხვევებზე სწრაფი რეაგირებისთვის მათი რაოდენობა საკმარისი არ არის. სოციალური მუშაკები აღნიშნავენ, რომ 4 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მათ წილ პასუხისმგებლობას გრძნობენ, თუმცა, ინტერესედებიან, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას თავად მინისტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები