LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ დიღომში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 4 პირი დააკავა

209
დაკავება

პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 4 პირი.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 12 აგვისტოს, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თბილისში, სოფელ დიღომში, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ახლობელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სოფელ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

„სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობაში ბრალდებული კახეთში დააკავეს.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ დაჭრის ფაქტს შეესწრნენ, ბრალდებულის და მოკლულის ორი საერთო მეგობარი, რომლებმაც მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სამართალდამცველებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო ერთ-ერთი ბრალდებულისთვისაც, თუმცა მან სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის თაობაზე არ შეატყობინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g