ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის ვაჟის, კარლო პონტისა და მისი ქართველი რჩეულის, მარიამ შარმანაშვილის ქორწილი საქართველოში, 26 ივლისს გაიმართება.
ამის შესახებ ცნობილმა იტალიელმა მომღერალმა, ალ ბანომ ქართველი ჟურნალისტის, ქეთი ნოგიევას მიერ დაარსებულ ქართულ-იტალიურ ტელეკომპანიაში სტუმრობის დროს განაცხადა.
როგორც ალ ბანომ აღნიშნა, ქორწილში თავადაც არის მიწვეული და მოუთმენლად ელოდება საქართველოში დაბრუნებას:
„მოუთმენლად ველოდები როდის დავბრუნდები საქართველოში. მინდა აღვნიშნო, რომ სოფი ლორენის შვილმა დამირეკა, 26 ივლისს თბილისში დამპატიჟა, ის ქართველ გოგონაზე ქორწინდება, ფანტასტიკური გოგოა. ვნახოთ, მოვახერხებ თუ ვერა ჩამოსვლას“, – აღნიშნა ალ ბანომ.