LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფლის მეურნეობის დარგში არსებული საგადასახადო შეღავათები ერთი წლით გადავადდება

47

სოფლის მეურნეობის დარგში არსებული საგადასახადო შეღავათები კიდევ ერთი წლით გადავადდება. კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ აგრარულ საკითხთა კომიტეტის  სხდომაზე განიხილეს.

კანონპროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების და სოფლის მეურნეობის წარმოებაში დასაქმებულების წახალისება და სტიმულირება კიდევ ერთი წლით – 2018 წლის 1 იანვრამდე მოხდება. ამ მიზნით ცვლილებები “საქართველოს საგადასახადო კოდექსში” შედის. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები პარლამენტის წევრები გია ჟორჟოლიანი და გელა სამხარაული არიან.

”იმედი გვაქვს, რომ ეს შეღავათები სასოფლო-სამეურნეო აქტივობების ხელისშემწყობი იქნება, ვინაიდან, სოფლის მეურნეობა დიდ დანახარჯებს მოითხოვს და მოკლევადიან მოგებაზე არ არის გათვლილი”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

გარდა იმისა, რომ კანონპროექტის შემუშავების მიზანია სოფლის მეურნეობის დარგში არსებული საგადასახადო შეღავათების გადავადება, იგი სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელებასაც ითვალისწინებს.

კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტი გამარტივებული წესით, ერთი მოსმენით იხილავს, მხარი დაუჭირეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები