LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოხუმის თეატრის მსახიობების კახა და ლელა შარაბიძეების ქალიშვილს, მაკა შარაბიძეს, ჩვენი დახმარება ესაჭიროება“ – გოგონამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო

161
2025-09-05_00-58-47_497149

სოხუმის თეატრის მსახიობების კახა და ლელა შარაბიძეების ქალიშვილს, მაკა შარაბიძეს, ჩვენი დახმარება ესაჭიროება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეწამყვანი და მსახიობი, გიორგი გასვიანი გვიზიარებს და საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

„მეგობრებო!!! გთხოვთ.
სოხუმის თეატრის მსახიობების კახა და ლელა შარაბიძეების ქალიშვილს, მაკა შარაბიძეს, ჩვენი დახმარება ესაჭიროება.

მაკამ 01.09.2025-ში კავთისხევთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო ძალიან მძიმე დაზიანებები (გულმკერდის, თავის ქალის , კიდურების მრავლობითი მოტეხილობები და ა.შ) და იმყოფება მართვით სუნთქვაზე.

მისი მკურნალობა საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რაც ყოველდღიურად უფრო და უფრო იმატებს, ახლა 1 ლარიც მნიშვნელოვანია! გთხოვთ დაგვეხმაროთ!
TBC- თიბისი ბანკი GE85TB7235445068100004
BOG საქართველოს ბანკი
GE48BG0000000609910144
მიმღები: ლელა შარაბიძე“, – ვკითხულობთ ტექსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g