LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთის პრემიერი მოქალაქეებს აქციებში მონაწილეობის მოწოდებით მიმართავს

86
ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერევნის რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეები მიიწვია. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს საღამოს მოედანზე აქცია/მსვლელობა გაიმართება.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დღეს,საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისადმი პროტესტის ნიშნად დაწყებული აქციების მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირებიდან 13 წელი სრულდება, რომლის შედეგად 8 დემონსტრანტი და ძალოვანი უწყებების 2 თანამშრომელი დაიღუპა.

28 თებერვალს, “ფეისბუკით” პირდაპირ ეთერში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა თქვა, რ ომ 1 მარტს დაგეგმილ მიტინგზე უნდა გამოჩნდეს, რომ “საზოგადოება დაიცავს სამოქალაქო, კონსტიტუციურ წესრიგს და არა პირადად მისი მთავრობის, არამედ ხალხის ძალაუფლებას.”

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთში აღარ მოხდება 2008 წლის მსგავსი სამოქალაქო დაპირისპირება, რადგან პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ყველანი ძმები არიან.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დღევანდელ მიტინგზე ილაპარაკებს ქვეყნის პრეზიდენტის გაუგებარ გადაწყვეტილებაზეც, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს.

27 თებერვალს, სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ხელი არ მოაწერა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს უკან დაუბრუნა განკარგულება, თანამდებობიდან გენერალური შტაბის უფროსის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლების შესახებ. სარქისიანმა განაცხადა, რომ განკარგულება კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა.

ფაშინიანმა გასპარიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება 25 თებერვალს მიიღო, მას შემდეგ, რაც გენერალურმა შტაბმა მისი გადადგომა მოითხოვა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გენშტაბის მოთხოვნა სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.

 

პოპულალურები