LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხური ტოლმა საახალწლო სუფრაზე – ექსკლუზიური რეცეპტი ,,პუტკუნების” შეფ-მზარეულისგან

9066
page

ახლოვდება დღესასწაულები და ქართულ კერძებთან ერთად  სადღესასწაულო სუფრას ნამდვილად დაამშვენებს ტოლმა. სომხური ტოლმის ექსკლუზიურ რეცეპტს შეფ-მზარეული და კულინარიული შოუს წამყვანი, გაიანე კარაპეტიანი გვიზიარებს. 

ტოლმა ვაზის ფოთოლში არის საახალწლო სუფრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, გემრიელი და სასურველი კერძი. პირველი და მთავარი არის ის, რომ გვქონდეს საუკეთესო განწყობა. დადებითი ემოციებით შექმნილი კერძი არის მუდამ განსაკუთრებულად გემრიელი.

საცივის მომზადების ოქროს წესი –  ექსკლუზიური რეცეპტი ცნობილი კულინარისგან

გაიანე კარაპეტიანის რეცეპტი:

ავიღოთ ერთი კგ. საქონლის ხორცი, ხორცი არ უნდა იყოს ახალგაზრდა საქონლის. რაც შეეხება ღორის ხორცს, ის განსაკუთრებით უნდა შევარჩიოთ. ერთ კილო საქონლის ხორცზე ვამატებთ 300 გრ. ღორის სალიამის წვნიან ხორცს და ვაკეთებთ მარინადს.

უხეშად დაჭრილ მწვანე წიწაკას ვამატებთ ქინძის თავებს, ცოტა ოხრახუშს და ძალიან ცოტა რეჰანს არომატისთვის. ასევე 450 გრ. უხეშად დაჭრილ თეთრი ხახვს და 2,3 კბილ ქართულ ნიორს. ამ ყველაფერს ვურევთ ხორცს. ვაყრით შავი პილპილს, მარილს და ცოტა წითელ, დაღერღილ წიწაკას. ვურევთ ძალიან ცოტა ზეთს. ამ ყველაფერს 8 საათს ვტოვებთ.  შემდეგ ხორცის მანქანაში მსხვილად ვატარებთ.

ვიღებთ ერთი ყავის ჭიქა მრგვალ ბრინჯს,  ვამატებთ ყავის ჭიქაზე ოდნავ მეტ ბორჯომს და დამდნარ კარაქს.

რაც შეეხება ფოთოლს, ის უნდა იყოს თეთრი ქიშმიშის ჯიშის. დავასხათ ადუღებული წყალი და დავტოვოთ ორი წუთი, შემდეგ კი ჩაის კოვზით ამოვიღოთ და დავადოთ ხორცს, როდესაც გავახვევთ, დავასხათ ნელ-თბილი, მარილიანი წყალი და ზემოდან თეფში დავაფაროთ. ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ, ავიღოთ  შავი ჩირი, 4, 5 ცალი და ჩავდოთ გახვეულ ტოლმასთან, ეს მას საოცარ არომატს მისცემს.

ავიღოთ კარგად გაწურული მაწონი, ორი კბილი ქართული, დაჭყლეტილი ნიორი და ჩავამატოთ მაწონში, შეგიძლიათ პიტნის ფოთლები და ტარხუნა გაურიოთ.  ჩვენი უგემრიელესი ტოლმა მზადაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები