LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საცივის მომზადების ოქროს წესი –  ექსკლუზიური რეცეპტი ცნობილი კულინარისგან

8687
262731859-446147243647050-8248566273382129510-n

დაიწყო საახალწლო სამზადისი და დიასახლისები 2022 წლის შესახვედრად საახალწლო სუფრის მენიუზეც დაფიქრდნენ. რაოდენ ნოვატორებიც უნდა ვიყოთ, ერთი უცვლელი კერძი ქართულ სუფრაზე მუდამ იქნება, ეს, რა თქმა უნდა, საცივია. მართალია, ყველამ კარგად იცის საცივის რეცეპტი, თუმცა ტრადიციული კერძის მომზადების განსაკუთრებული ეტაპებისთვის თვალის კიდევ ერთხელ გადავლება, რასაკვირველია, არ გვაწყენს… „ფორტუნას“ დილის სტუმარია შეფმზარეული, ნუცა სურგულაძე.

გადაცემის პოდკასტი

როგორი უნდა იყოს  ნამდვილი საცივი, რაშია საიდუმლო?

ნუცა სურგულაძე:

საცივი რომ ძალიან გემრიელი იყოს და მას გამყოლი გემო ჰქონდეს, ამისთვის მთავარი არის ბულიონი, რომელსაც განსაკუთრებულ გემოს კი ფრინველის ცხიმიანობა აძლევს, შემდეგ ამ ბულიონში უნდა გავხსნათ სუნელები.

ბულიონი დაბალ ცეცხლზე უნდა იხარშებოდეს, ერთი საათის ხარშვის შემდეგ ბულიონში ვამატებთ დაფნის ფოთოლს, სტაფილოს, ხახვს, ნიახურს და ვადუღებთ. ერთი საათის შემდეგ უნდა გადავწუროთ.

რაც შეეხება სოუსს, წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი უნდა მოვთუშოთ კარაქში, შემდეგ კი ვუმატებთ სუნელებს. დაგვჭირდება ყვითელი ყვავილი, მშრალი ქინძი, წითელი წიწაკა, უცხო სუნელი, მას დარიჩინი ძალიან უხდება.

ამ ყველაფერს ვთუშავთ და შემდეგ ვურევთ ბულიონში,  კარგად ვადუღებთ, რომ გაუჯდეს გემოები.

შემდეგი ეტაპი არის ნიგოზი, ნიგოზი აუცილებლად მოხალული უნდა იყოს, უნდა იყოს კარგად დაბლენდერებული, ამ ყველაფერს ერთმანეთს ვურევთ და ვადუღებთ. მთლიან მასას ვაბლენდერებთ და დაჭრილ ქათამს ვაწყობთ. 3, 4 საათს ვაჩერებთ და საოცარი საცივიც მზადაა, ბუნებრივია, მარილი და პილპილი გემოვნებით უნდა დაუმატოთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები