სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ სხვადასხვა სეზონებში მიმდინარე და აქტუალურ თემებს ხშირად სწევს წინ. მსგავსი ეპიზოდები კი განხილვის თემა ხდება.
დღეს გასულ სერიაში სოსომ კატოს სახეში გაარტყა. ამ ფრაგმენტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ძალადობის მონაკვეთს სერიალის ფეიჯზე ბევრი კომენტარი კომენტარი აქვს:
“ვინც წერთ რომ კატო ღირსია , დაე სოსოსნაირი კაცები ,, დაიპყარით,, ხელს არ შეგიშლით და არ გაბედოთ წუხილი როცა ქმრები ყელს ჭრიან ქალებს !!!;
მოძალადე უდავოდ დასასჯელია, უდავოდ მაგრამ ამ კეკელკა ქალმაც სადღაც ჭკუა ხო უნდა ისწავლოს თუ იხმაროს (თვითონ ყველაფრის უფლებას აძლევს თავს). ერთი კაცის ფული და კაი ცხოვრება უნდა და მეორესი “ქუნქური”…ასეც არ გამოდის რავიცი;
მამრები, რომლებიც მხარს უბამენ და ამართლებენ სოსოს საქციელს, სასწრაფოდ გაეცალეთ ქალბატონებო, პოტენციურ მკვლელთან ცხოვრობთ სადაც არ იცით, როდის დაასრულებთ სიცოცხლეს;
Soso removed the mask;
ვაიმე, რა გაღლიცინებთ გული ამიჩქარდა რამდენი ქალია რეალურად ასეთ სიტუაციაში და რამდენი ნაგავი იმალება იდეალური კაცის ნიღბის უკან. იმედია კატოს პერსონაჟი სწორად მოიქცევა და სხვა უამრავ ქალსაც, რომელიც მსგავს და უარეს ყოფაშია, მისცემს სიძლიერის მაგალითს;
ქართული ოჯახების ძალიან დიდ პროცენტს ასახავს ეს წყვილი, იმედია, ამ სცენების მერე მაინც დაფიქრდებიან მოძალადეების გვერდით მყოფი ადამიანები და ისწავლიან იმის გარჩევას, თუ რა არის სიყვარული და რა პათოლოგია და მანიაკალიზმი :)))) დაკომპლექსებული ერთუჯრედიანი სოსო;
საყურებლად როგორი მძიმე აღმოჩნდა და ვინც ამ გზას გადის რა საშინელებაა…….;
ყველა სოსო ერთნაირია;
ხალხი ვინც სოსოს ამართლებთ ჩათვალეთ ბანძები ხართ;
ეს თუ ამას შეურიგდება მე ჩცდს აღარ ვუყურებ!!!!!!;
ღმერთო ისე მომეშალა ნერვები ნერვიულობაზე ბავშვი გავაღვიძე ) სოსო ამოწყდი;
შემძულდა ეს ბიჭი! არ მაინტერესებს რომ მსახიობია და თამაშობს!;
პირველად შემეცოდა კატო სოსო როგორ მომწონდი ბიჭო.აფსუს;
პირველივე ფიზიკურ ძალადობაზე დასასჯელია მოძალადე!!! მინიმუმ!!;
ყველა ასეთი “იდეალური კაცის” უკან დაკომპლექსებული არაკაცია; – წერენ მაყურებლები.