LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეც-შეკვეთით დამზადებული Rolls-Royce-ებით ჰონგ-კონგის სასტუმროს სტუმრებს მოემსახურებიან

105
Screenshot 2025-05-19 153916

ჰონგ-კონგის სასტუმრომ ერთდროულად 6 ახალი Rolls-Royce Phantom შეუკვეთა. სედანები ისედაც საკმაოდ მრავალფეროვან ავტო პარკს შეავსებენ, სადაც ბევრ საინტერესო მოდელთან ერთად 1934 წლის ვინტაჟური Rolls-Royce Phantom II Sedanca de Ville-ც კი ინახება. გარდა „როლს-როისებისა“, სასტუმროს სტუმრებს Bentley-ს კროსოვერებს და Toyota-ს მინივენსაც სთავაზობენ.

არც თუ ისე ბევრ სასტუმროს შეუძლია თავისი ავტო პარკით დაიკვეხნოს, თანაც არც მეტი არც ნაკლები „როლს-როისებით“. თუმცა, ასეთების არსებობის შემთხვევაშიც კი The Peninsula მაინც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. 1970 წელს სასტუმრომ იმ დროისთვის განსაკუთრებული პარტია შეუკვეთა – მთელი 7 ცალი silver Shadow. 6 წლის შემდეგ პარკი კიდევ 8 ავტომობილით შეავსო, ხოლო 2006 ერთდროულად 14 ცალი Phantom Extended Wheelbase დაემატა.

სასტუმროს ბოლო შენაძენი 6 ცალი ახალი „ფანტომია“ Series II. ეს არის განახლებული სედანები, რომელიც დიზაინითა და სალონის გაფორმებით გამოირჩევა. თითოეული მანქანა ტურბო ძრავა V12-ითაა აღჭურვილი და 571 ცხენის ძალას ავითარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები