LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სპექტაკლის შემდეგ მოვიდა ფრანგი მეღვინე და მითხრა, შენთვის განსაკუთრებული საჩუქარი მაქვსო“ – მიშა ქირია პარიზში განსაკუთრებული საჩუქრით გააოცეს

210
BeFunky-collage123412 3 4sdf (10)

საოპერო მომღერალმა მიშა ქირიამ, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს ევროპულ სცენებზე, ფრანგი გულშემატკივრისგან განსაკუთრებული საჩუქარი მიიღო.

პარიზში გამართული ერთ-ერთი სპექტაკლის დასრულების შემდეგ, მომღერალმა ამ დაუვიწყარ ამბავზე ისაუბრა.

„პარიზში, ჩემს სპექტაკლს ფრანგი მეღვინე ესწრებოდა. სპექტაკლის შემდეგ მითხრა, თუ რეიმსში მოხვდები, შემომიარე – შენთვის განსაკუთრებული საჩუქარი მაქვსო. ორი ბოთლი მაჩუქა – 1985 წლის ჩამოსხმული და 1986 წლის შამპანური შარდონე. ეს ძალიან ძვირფასი საჩუქარია ჩემთვის. წარმოგიდგენიათ, როგორ უყვარს ოპერა?“

მომღერალმა აღნიშნა, რომ ეს შამპანური არ არის მხოლოდ მატერიალური საჩუქარი – ის მისთვის ემოციურად დატვირთული სიმბოლოა:

„ამას, ალბათ, მაშინ გავხსნი, როდესაც საიუბილეო თარიღი მექნება – 40 წლის რომ გავხდები.“

მიშა ქირია გულწრფელად მადლობას უხდის თავის თაყვანისმცემელს საჩუქრისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g