სპორტის და ახალგაზრდობის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანს დღეს პროკურატურაში 17:00 საათზე გამოკითხავენ. გამოკითხვა ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს უკავშირდება, რომლითაც მთავარი პროკურატურა უკვე დაინტერესდა.
ლევან ყიფიანმა 14 სექტემბერს საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის. გისურვებთ წარმატებას,“ – წერს ლევან ყიფიანი.