LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Spotify-იმ 2024-ის შემაჯამებელი რეიტინგები გამოაქვეყნა – დასახელდნენ წლის არტისტები, ალბომები და სიმღერები

287
photo-collage.png (9)

როგორც წესი, ყოველი წლის ბოლო სხვადასხვა სახის შეჯამებას ეთმობა. პოპ კულტურაში ამ მოვლენას განსაკუთრებული ხიბლი აქვს, რადგან სწორედ ამ დროს ხდება ცნობილი 12 თვის მნიშვნელოვანი და გამორჩეული მომენტების სტატისტიკა.

მუსიკის უდიდესი სტრიმინგ პლატფორმა – Spotify ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 2024 უკვე შეაფასა და მსოფლიო მასშტაბით, წლის ყველაზე ,,სტრიმვადი” არტისტები, ალბომები და სიმღერები გამოავლინა. მომხმარებლების მონაცემებზე დაყრდნობით გაირკვა, თუ რომელ არტისტებს, ალბომებსა და სიმღერებს უსმენდნენ ყველაზე ხშირად.

ცნობილი გახდა, რომ მელომანები წლის განმავლობაში მუსიკალურ სერვისს განსაკუთებული სიხშირით ისეთი არტისტების მოსასმენად სტუმრობდნენ, როგორებიც: ტეილორ სვიფტიthe Weeknd, Bad Bunny, დრეიკი, ბილი აილიში, ტრევის სკოტი, პესო პლუმა, კანიეი უესტი, არიანა გრანდე და Feid არიან.

ტოპ ალბომების სიას, ტეილორ სვიფტის მეთერტმეტე სტუდიური ,,ორმაგი” ალბომი – The Tortured Poets Department: The Anthology ლიდერობს, რომლის რელიზი 19 აპრილს შედგა.

მეორე ადგილზე ბილი აილიშის მესამე სტუდიური ალბომი – Hit Me Hard and Soft მოექცა, ხოლო სამეული საბრინა კარპენტერის მეექვსე სტუდიურმა ალბომმა – Short n’ Sweet დახურა.

სტრიმინგ პლატფორმის ჩამონათვალში, საუკეთესო სიმღერებს შორის პირველობა არავის დაუთმო ამ უკანასკნელის სინგლმა – Espresso. მეორეზე ბენსონ ბუნის Beautiful Things, მესამეზე კი, ბილი აილიშის Birds of a Feather დასახელდა.

Spotify-იმ 2024 წლის ზაფხულის მთავარი ჰიტები გამოავლინა – იხილეთ სია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები