LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სქემიდან გასულები 15 წუთში უკან დაბრუნების თხოვნით რეკავენ – საპენსიო სააგენტო

708
ლევან-სურგულაძე---საპენსიო-სააგენტო-1024x621

საპენსიო სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ სქემიდან საკუთარი სურვილით გასული ადამიანები უკან დაბრუნების მოთხოვნით მიმართავენ. ამის შესახებ ლევან სურგულაძემ BM.ge-ს განუცხადა.

„მომავალში უფრო გავაძლიერებთ კამპანიას, რომ ადამიანებმა ამ რეფორმის სიკეთეების შესახებ გაიგონ და სხვათაშორის, არის დადებითი ტენდენცია იმისა, რომ პირები საპენსიო სქემაში ბრუნდებიან. ჩვენ ამის სტატისტიკაც გვაქვს და მომავალში ამასაც მოგახსენებთ.არიან ადამიანები, რომლებიც სქემიდან გავიდნენ, 15 წუთში რეკავენ და სასწრაფო რეჟიმში გვთხოვენ გასვლის განცხადება გავაუქმოთ”, – განაცხადა სურგულაძემ.

საპენსიო სააგენტოში ამბობენ, რომ საზოგადოების ინფორმირების გაზრდასთან ერთად სქემაში ყოფნის მსურველთა რაოდენობა გაიზრდება.

“შესაძლოა, იყო გარკვეული ინფორმირებულობის ნაკლებობა და რაც მოვასწარით, ეს გავაკეთეთ; ყველაფერი გავაკეთეთ და მომავალშიც გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები დაბრუნდნენ”- ამბობს სურგულაძე

საპენსიო სისტემის დატოვება უკვე შესაძლებელია – რა გზა უნდა გაიაროთ ამისთვის

საპენსიო სქემაში ამ დროისთვის 53 940 ორგანიზაცია და დასაქმებულ ადამიანთა თითქმის 100%-ია ჩართული.

როგორც „ფორტუნას“ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ განუცხადა. პირველი იანვრიდან დღემდე საპენსიო სააგენტოს სისტემაში 828 ათასი ადამიანი გაწევრიანდა.

სისტემიდან უკან კი დაახლოებით, 13% გავიდა.

სად უნდა შეამოწმოთ რამდენი დაგიგროვდათ საპენსიო დანაზოგით?

პირადი საპენსიო ანგარიშის შემოწმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი სიხშირით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g