ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის განცხადებით, მის მიერ პარტიის შექმნასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუეა.
ნიკა გილაური სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტით ეხმაურება „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თამარ ჩარკვიანის გუშინ გაკეთებულ განცხადებას, იმის შესახებ, რომ „ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური ქმნის პარტიას, რომელშიც ნიკა მელია და ხატია დეკანოიძეც გაერთიანდებიან”.
„ძვირფასო ფბ მეგობრებო – 10 წელია არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია და არცერთი ინტერვიუ (პოლიტიკურ თემაზე) არ მიმიცია. არც გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე ვაპირებდი გამოხმაურებას, მაგრამ იმის გამო რომ მერე ვინმემ არ თქვას რომ „გაჩუმება ნაწილობრივ მაინც თანხმობის ნიშანიაო“ ან „თუ ეგრე არ იყო ფბ-ზე დაგეწერა მაინცო“ :))) –
ვწერ – აბსოლუტურად ყველა, გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებული განცხადება ჩემ შესახებ არის სრული სიცრუე, გარდა ერთისა – მართლა ვიყავი საქართველოს პრემიერ მინისტრი 2009 – 2012 წლებში და მართლა ბევრი კარგი რამე მაქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული“, – წერს ნიკა გილაური.
„კაგებეს მეთოდით ჭორების გამავრცელებელი” – მელია ჩარკვიანზე