„ნეტფლიქსზე“ პამელა ანდერსონის შესახებ გადაღებული დოკუმენტური მინისერიალი, Pamela, a Love Story გამოვიდა. მისი წყალობით სექ-სიმბოლოს შესახებ უკვე არაერთი სკანდალური დეტალი გახდა ცნობილი. ერთ-ერთ ეპიზოდში ანდერსონი სილვესტერ სტალონეს შესახებ საუბრობს.
„მან მე სახლი და Porsche-ს მარკის მანქანა შემომთავაზა, სანაცვლოდ მე მისი ნომერ პირველი გოგო უნდა გავმხდარიყავი. მე ვიკითხე, ნომერ მეორე ვინ იქნებოდა, მან კი მითხრა, ამაზე უკეთეს შეთავაზებას ვერ მიიღებ ძვირფასო… ასეთია ჰოლივუდიო. რა თქმა უნდა უარი ვუთხარი, მე სიყვარული მჭირდებოდა“, – იხსენებს პამელა.
ცნობისთვის, სილვესტერ სტალონეს ოჯახის წარმომადგენელმა აღნიშნული ბრალდება კატეგორიულად უარყო.
განქორწინების ქარ-ცეცხლის შემდეგ, სილვესტერ სტალონე და ჯენიფერ ფლავინი პაემანზე გადაიღეს
სიშიშვლეზე მეტად პიკანტური – პამელა ანდერსონი The Guardian-ის სუნთქვისშემკვრელ ფოტოსესიაში
55 წლის პამელა ანდერსონი პარიზის ქუჩებში „ჟაკმუსის“ სამოსს წარადგენს