LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განქორწინების ქარ-ცეცხლის შემდეგ, სილვესტერ სტალონე და ჯენიფერ ფლავინი პაემანზე გადაიღეს

259
Untitled.pngesdfs

რამდენიმე კვირის წინ, ტაბლოიდები აჭრელდა სილვესტერ სტალონესა და ჯენიფერ ფლავინის განქორწინების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით. 25 წლიანი ქორწინების  „დასასრული“ სილვესტერ სტალონეს დაუფიქრებელმა საქციელმა გამოიწვია. ინსაიდერები ერთხმად აცხადებდნენ, რომ სტალონემ ოჯახს ფინანსური აქტივები დაუმალა.  ამის შემდეგ 76 წლის მსახიობმა მეუღლის პორტრეტის ტატუები წაიშალა.

როგორ აღვგავოთ პირისაგან მიწისა ყოფილ ცოლზე მოგონებები – სილვესტერ სტალონემ ჯენიფერ ფლავინის თვალების ტატუ ლეოპარდად გადააკეთა

სილვესტერ სტალონე მეუღლეს 25 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა და მისი პორტრეტი მკლავზე ძაღლის თავის ტატუდ გადააკეთა

სტალონემ და ჯენიფერ ფლავინმა განქორწინების პროცესი შეაჩერეს და ახლა ისეთი ბედნიერები არიან, როგორც არასდროს. წყვილი მანჰეტენზე გადაიღეს. ცოლ-ქმარი  მისეირნობდნენ და კმაყოფილი სახეებით ბჭობდნენ, ჯენიფერს მეუღლისთვის ხელკავი ჰქონდა გაყრილი. როგორც ჩანს, მათი 25 წლიანი ქორწინება გადარჩენილია.

განქორწინების პროცესში აღმოცენებული ცეცხლოვანი რომანი – სილვესტერ სტალონე და ჯენიფერ ფლავინი შერიგდნენ?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები