LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტივენ სპილბერგმა EGOT სტატუსი მოიპოვა – რეჟისორს „გრემი“ ფილმისთვის – „მუსიკა ჯონ უილიამსისგან“ გადაეცა

152
photo-collage.png (14)

79 წლის ასაკში, სტივენ სპილბერგი იმ გამორჩეულ ხელოვანთა მცირე რიცხვს შეუერთდა, ვინც პრესტიჟული – „ეგოტ“ (EGOT) სტატუსის მოპოვება შეძლო.

კვირას, ლეგენდარულმა სცენარისტმა, რეჟისორმა და პროდიუსერმა თავისი პირველი „გრემი“ დაიმსახურა, რითაც ოფიციალურად გახდა ამ ელიტური კლუბის წევრი. აღიარება მას Disney+-ის დოკუმენტურმა ფილმმა – „მუსიკა ჯონ უილიამსისგან“ (Music by John Williams) მოუტანა, რომელიც ,,საუკეთესო მუსიკალური ფილმის” კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა.

ტერმინი – „ეგოტ“ ოთხი უმთავრესი ამერიკული ჯილდოს — „ემის“, „გრემის“, „ოსკარისა“ და „ტონის“ აბრევიატურაა. ამ სტატუსის მოპოვება მსოფლიოში მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს, მათ შორის კი არიან: ოდრი ჰეპბერნი, ელტონ ჯონი, ჯენიფერ ჰადსონი, ჯონ ლეჯენდი, მელ ბრუკსი, რიტა მორენო, ვაიოლა დევისი და ვუპი გოლდბერგი.

სპილბერგის კოლექციაში „ოსკარის“ სამი ქანდაკებაა, რომელთაგან პირველი მან 1994 წელს „შინდლერის სიისთვის“ ,,საუკეთესო სურათის” ნომინაციაში მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ის ამჟამად იმავე კატეგორიაშია წარდგენილი ფილმისთვის „ჰამნეტი“.

98-ე ,,ოსკარების” ნომინანტები ცნობილია – ნომინაციებს რაოდენობით ,,ცოდვილნი” ლიდერობს

1991 წლიდან მოყოლებული, მას ჯამში 13 „ემი“ აქვს მოპოვებული, 2022 წელს კი მიუზიკლ A Strange Loop-ის პროდიუსირებისთვის „ტონის“ პრემიაც დაიმსახურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები