ესპანურ გაზეთ La Vanguardia-სთან ინტერვიუში ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის ლიდერების ალიანსის მომდევნო სამიტზე მიწვევის იდეას.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატოს სამიტი პარტნიორებთან შეხვედრისათვის კარგი პლატფორმაა.
„დიახ, ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი პლატფორმა პარტნიორებთან შეხვედრებისთვის, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ფორმატი. მოუთმენლად ველოდები სამიტს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატოს მორიგი სამიტი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 29-30 ივნისს გაიმართება.