LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებაში არ უნდა მიეცეს – გიორგი ვაშაძე

158
გიორგი-ვაშაძის-სპეციალური-განცხადება-რუსთავი-ორის-მხარდასაჭერად-1-715x400

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებაში არ უნდა მიეცეს.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება უნდა დაელოდოს სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორც ეს მერაბიშვილის საქმის შემთხვევაში მოხდა.

“ისევე როგორც, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით არ აღასრულა იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და შესაბამისად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა არ გაათავისუფლა ვანო მერაბიშვილი და თქვა, რომ ელოდება გასაჩივრებულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას, ისეთივე მექანიზმია ერთი ერთში აქაც. რადგან ვამბობთ, რომ სტრასბურმა უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, დაველოდოთ მას. დროებითი შეჩერების მექანიზმს რაც შეეხება, ამას სჭირდება ადმინისტრაციული წარმოება. უნდა მოხდეს ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით საჯარო განხილვა და ასე უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g