“სტრატეგია აღმაშენებელი” საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის, ამის შესახებ საგანგებო განცხადება ფრაქციის წევრებმა, პარლამენტში სხდომის ჩაშლის შემდეგ გააკეთეს.
მათი განმარტებით შს მინისტრი პარლამენტიდან გაიპარა და ერთადერთი გამოსავალი საზოგადოებამ მიიღოს კითხვებზე პასუხი სწორედ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაა.
ცნობისთვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც შს მინისტრისთვის უნდა მოესმინათ, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დაიხურა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაგრძელდება ვახტანგ გომელაურის მოსმენა.