LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუმრად ჯიზელ ბუნდჰენთან – 33,9 მილიონ დოლარად  შეფასებული აპარტამენტი(ფოტო)

243
73144315-2391505394430518-2986611852663848960-n

5 საძინებელი, 7 აბაზანა, აუზი, სპა-ოთახი, სატრენაჟორო დარბაზი და იოგას სტუდია – 33,9 მილიონ დოლარად  შეფასებული ბოსტონის აპარტამენტები, რომლის მფლობელებიც მოდელი ჟიზელ ბუნდჰენი და მისი მეუღლე არიან, იყიდება.

სახლი 903 კვადრატული მეტრია, მისი არქიტექტორი კი რიჩარდ ლანდრია. სახლი ბრუკლინის პრესტიჟულ უბანში მდებარეობს და მას გამწვანებული ლანდშაფტი აკრავს გარს.

სახლში თქვენ დიდ ვიტრაჟებიან შემოსასვლელში აღმოჩნდებით, ხედით გამწვანებულ ბაღში, სადაც მოდელს სარეკრეაციო ზონა და ბოსტნეულის ბაღჩა აქვს მოწყობილი. იქვე სასადილო ზონა მდებარეობს.


პირველ სართულზე ნათელი სამზარეულოა და მოსასვენებელი ოთახი. პირველივე სართულზე მდებარეობს სატრენაჟორო დარბაზი და სპა-ოთახი. საძინებელი ოთახები კი უკვე მეორე სართულზეა განლაგებული.

სახლთან ახლოს ღია ბასეინი მდებარეობს, უკანა ეზოში კი ორ სართულიანი სახლია, სადაც იოგას სტუდია და სპა-ოთახი მდებარეობს.

რატომ აპირებს წყვილი აღნიშნული აპარტამენტის გაყიდვას, ან ვინ გახდება სახლის ახალი მეპატრონე, ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები