მარკ ჯეიკობსი ვესტ ვილიჯში მდებარე ძვირადღირებულ აპარტამენტს ყიდის. გაირკვა, რომ სახლი 15, 99 მილიონი დოლარი დაუჯდება მყიდველს, რომლის მფლობელობაში 404 კვადრატული მეტრის ფართობი გადავა.
ცნობილია, რომ 56 წლის დიზაინერი ბინას ჯერ კიდევ 2009 წელს, 10, 5 მილიონ დოლარად ყიდდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მან სრულიად შეცვალა სახლის ინტერიერი, მდიდრული საცხოვრებლის ფასმმა იმატა.
აღსანიშნავია, რომ ოთხსართულიან თაუნჰაუსს ბუხრის ოთახი და ულამაზესი ტერასა აქვს.