,,ნიუ ჰოსპიტალსის” პედიატრიული ამბულატორიის სამსახურის ხელმძღვანელი, პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებს მიმართავს და ბავშვებში სიფრთხილის ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდებს:
“მეგობრებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტა და ონლაინ სწავლებაზე გადასვლა ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვებს არ უნდა ქონდეთ ერთმანეთთან კონტაქტი, მართალია, მსოფლიო სტატისტიკით ისინი ნაკლებად ავადობენ მძიმე ფორმებით. თუმცა ინფიცირება ხდება და ხშირად მარტივად ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს!!! ამიტომ მათ შეიძლება საფრთხე შეუქმნან ოჯახის უფროს წევრებს, განსაკუთრებით მათ, ვინც რისკ-ჯგუფს ეკუთვნის(აქვთ თანმხლები ქრონიკული პათოლოგიები) ნუ დადიხართ ერთმანეთთან სტუმრად!!! სტუმრობის და ჰარი-ჰარალეს დრო არ არის!!! ბავშვებსაც ნუ მოაქცევთ კონტაქტში!!! იყავით გონიერები!კანონმორჩილები!!! შეასრულეთ ყველა მითითება!!! გულწრფელად გეუბნებით საქართველო ვერ გაუძლებს იმ საშინელ სცენარს, რა სცენარითაც იტალიაში განვითარდა ეპიდემია, ასეთი მძლავრი სამედიცინო სისტემის მქონე ქვეყანაში!!! პრინციპში ყველა უნდა იყოს იზოლაციაში!!!”