LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ეგვიპტიდან დაბრუნდებიან

135
სუდანი

საქართველოს მოქალაქეების სუდანიდან ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სუდანის დედაქალაქ ხართუმში იმყოფებოდნენ, გადაყვანილი არიან სუდან-ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საგარეო უწყების ცნობით, უახლოეს პერიოდში მოხდება მათი გადაყვანა ეგვიპტეში და გამომგზავრება საქართველოში.

„ახლა საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან სუდანისა და ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში. ველოდებით, რომ მათ უკვე დატოვონ სუდანი და გადავიდნენ ეგვიპტეში, საიდანაც მოხდება მათი ტრანსპორტირება სამშობლოში, საქართველოში.

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი საელჩოების, პარტნიორებისა და კომპანიების ჩართულობით, ეს ევაკუაცია განხორციელდა წარმატებით და საქართველოს არცერთი მოქალაქე დღეს სუდანში არ იმყოფება. ამ ქვეყნიდან ყველა უსაფრთხოდ არის გამოყვანილი“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

15 აპრილს, როცა სუდანში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, ქვეყნის დედაქალაქ ხარტუმში მივლინებით იმყოფებოდა ავიაკომპანიების, Geo Sky-სა და MyWay-ს 33 თანამშრომელი. მოგვიანებით ისინი ხარტუმიდან სხვა, შედარებით უსაფრთხო რაიონში გადაიყვანეს.

„სროლა კილომეტრში ისმის, ფანჯრებთან არ მივდივართ, რომ შემთხვევითი ტყვია არ მოგვხვდეს..“ – რას ჰყვება სუდანში მყოფი ქართველი პილოტი 

ჯოზეფ ბორელის ცნობით, სუდანში ევროკავშირის ელჩს თავს დაესხნენ 

საგარეო უწყება: „სუდანში განვითარებული მოვლენების გამო, საელჩო კონტაქტზეა საქართველოს მოქალაქეებთან“  

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყო – საგარეო უწყება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g