LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყო – საგარეო უწყება

125
341541451_779618466747494_5783541062981571239_n

„სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაწყებულია“, – ამის შესახებ „ფორტუნას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში ამბობენ, მოქალაქეებმა უკვე დატოვეს ადგილი, სადაც გუშინ იქნენ გადაყვანილი და ამ ეტაპზე მათი ქვეყნიდან გამოყვანის პროცესი მიმდინარეობს.

„საქართველოს მოქალაქეები გუშინ სუდანის დედაქალაქში უსაფრთხო ადგილზე იყვნენ გადაყვანილები, მათი სამშობლოში ევაკუაციის პროცესი უკვე დაწყებულია. პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს საელჩოები თურქეთსა და ეგვიპტეში.

იმედი გვაქვს, ისინი უახლოეს დღეებში საქართველოში დაბრუნდებიან. მუდმივ კავშირში ვართ კომპანიებთან და მუდმივად ვრჩებით კავშირზე საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც სუდანის დედაქალაქში ხართუმში იმყოფებიან“, – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

ცნობისათვის, უკვე კვირაზე მეტია, სუდანში არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის შეტაკებებია.

„სროლა კილომეტრში ისმის, ფანჯრებთან არ მივდივართ, რომ შემთხვევითი ტყვია არ მოგვხვდეს..“ – რას ჰყვება სუდანში მყოფი ქართველი პილოტი 

ჯოზეფ ბორელის ცნობით, სუდანში ევროკავშირის ელჩს თავს დაესხნენ 

საგარეო უწყება: „სუდანში განვითარებული მოვლენების გამო, საელჩო კონტაქტზეა საქართველოს მოქალაქეებთან“  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g