LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სულ რაღაც 8 წლისაა, იმ არ სახსენებელ სიმსივნეს ებრძვის! ამხელა ტკივილს უძლებდეს და თანაც მარტო? გემუდარებით! ჩვენი ერთობის ძალა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ!“ – სანდრო ელოშვილი მიმართვას ავრცელებს

112
სანდრო ელოშვილი

რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში მორიგ საქველმოქმედო განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს კიდევ ერთი პატარას დახმარების მიზნით გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

როგორც სანდრო ელოშვილი წერს, 8 წლის სანდრო სიმსივნეს ებრძვის:

„დიდი ხანია ეს ამბავი გრძელდება, დიდი ხანია ჩვენც ამ ბრძოლაში ვართ, მეგობრებო, წინაზე ერთად რაც შევძელით ისაა, რომ აგერ ფაქტია, ჩვენი პატარა მეგობარი ცოცხალია და ჩვენ ყველაზე მეტად გამარჯვებულები! გთხოვთ რა, შუა გზაში ნუ გავჩერდებით! ბოლომდე მივიყვანოთ ეს ამბავი! ვიცი, ისედაც მძიმე გარემოა, ისიც ვიცი, უკვე გაწუხებთ ამ ტიპის პოსტებით, მაგრამ მე თვითონ სამი შვილის მამას, ჩემზე ათასჯერ მაგარი მშობელი, რომელიც ყველაფერს შვება საკუთარი შვილის გადასარჩენად, როცა მთხოვს თქვენამდე ამბავი მოვიტანო, უარი როგორ ვუთხრა?!

გთხოვთ რა, ჩვენი ერთობის ძალა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ! სულ რაღაც რვა წლისაა ჩემი სეხნია, იმ არ სახსენებელ სიმსივნეს ებრძვის!… ამხელა ტკივილს უძლებდეს და თანაც მარტო? ვისაც რა შეგვიძლია… გემუდარებით!

#GE32TB7609945061600014 თი ბი სი

#GE54BG0000000161381454 საქ ბანკი “, – წერს სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში.

დიდი ხანია ეს ამბავი გრძელდება, დიდი ხანია ჩვენც ამ ბრძოლაში ვართ მეგობრებო, წინაზე ერთად რაც შევძელით ისაა, რომ აგერ…

Posted by სანდრო ელოშვილი on ოთხშაბათი, 05 მარტი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g