მერაია ქერის საკულტო ჰიტის, All I Want for Christmas Is You-ის გარეშე ალბათ შობა-ახალი წელი წარმოუდგენელია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, სიმღერის გამოსვლოიდან 25 წელი გავიდა, შარშან ჰიტი ამერიკული ჩარტების სათავეშიც მოექცა და არაერთი რეკორდი დაამყარა.
ვარსკვლავი შობა- ახალი წლის ჰედლაინერადაც აღიარეს. ცოტა ხნის წინ, არტისტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ სულ არ აინტერესებს, რომ შობა-ახალი წლის მიმართ მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას აკრიტიკებენ და დასცინიან.
„სულაც არ მაინტერესებს, რომ დამცინიან შობის განსაკუთრებული სიყვარულის გამო“– აცხადებს ქერი.
ცნობისთვის, მომღერალმა 4 დეკემბერს AppleTV-ზე საღამოს მოწყობა გადაწყვიტა. საღამოზე მას პარტნიორობას ისეთი ვარსკვლავები გაუწევენ, როგორებიც არიანა გრანდე, ჯენიფერ ჰადსონი და ტიფანი ჰადიში არიან. როგორც ჩანს, წინ დაუვიწყარი შოუ გველოდება.