ჰენრი კავილი ,,ინსტაგრამზე” სახალისო ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ის ,,აქუამენს” განასახიერებს. საინტერესოა, რომ ფოტოზე ბრიტანელი მსახიობი, რომელიც ცნობილია DC-ის კომიქსების ეკრანიზაციებში შესრულებული ,,სუპერმენის” როლით, წელს ზევით შიშველი, ჩანგლით ხელში პოზირებს.
კადრში 35 წლის ვარსკვლავი წყალში ნახევრად ჩაყვინთული ჩანს და პოსტიდან ფილმის ყურების შემდეგ მიღებულ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. ამასთან, კავილი ჯეისონ მომოას მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებს და ლიზა ბონეტის მეუღლეს მის ადამიანად მოიხსენიებს.
შეგახსენებთ, რომ უკვე მესამე კვირაა, რაც ,,აქუამენი” ამერიკული კინოგაქირავების ლიდერია.