LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუს-ის ხელმძღვანელი აშშ-ის სავიზო სანქციაზე: ვიზაც პასპორტში მაქვს და არც შეტყობინება მიმიღია, არ დამსიზმრებია შემიშვებენ თუ არა – თუ არ შემიშვებენ, ძალიან ცუდი ტონი იქნება

126
ლილუაშვილი

ვიზაც პასპორტში მაქვს და არც შეტყობინება მიმიღია, არ დამსიზმრებია შემიშვებენ თუ არა – თუ არ შემიშვებენ, ძალიან ცუდი ტონი იქნება, – ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილმა უპასუხა აშშ-ის მიერ გამოცხადებულ სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანშის გამოცხადების თაობაზე დასმულ კითხვას.

„რა გავაკეთო. უახლოეს ხანებში თავისუფლად რომ ვიმოგზაურო აშშ-ში, დადებითი პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ამომწურავი იქნება ფაქტი?

წინასწარ რა დაგიდასტუროთ? – არც შეტყობინება მიმიღია და ვიზაც პასპორტში მაქვს და როგორ გითხრათ? სიზმარი არ დამსიზმრებია შემიშვებენ თუ არა. თუ არ შემიშვებენ, ძალიან ცუდი ტონი იქნება, ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები არ ითვალისწინებს მსგავს მიდგომას, თუმცა ამას არ ველოდებით, პირიქით, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. თანამშრომლობა კი არ გაგრძელდება, არამედ გაღრმავდება და სხვა ეტაპზე გადავა”, – განაცხადა ლილუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები