LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სვავებად გადაიქცა ამასობაში ხალხი ამ სოცქსელების გადამკიდე.. დასწრებაზეა – აბა, ვინ დაასწრებს ვინმეს სიკვდილზე ან რაიმე ცუდ ამბავზე დაწერას“ – მაკა რაზმაძე

443
მაკა-რაზმაძე

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე საკუთარ ფეისბუკგვერდზე მსახიობ სოსო ჯაჭვლიანთან დაკავშირებით სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება და პოსტს ავრცელებს.

„სვავებად გადაიქცა ამასობაში ხალხი ამ სოცქსელების გადამკიდე-დასწრებაზეა-აბა ვინ დაასწრებს ვინმეს სიკვდილზე ან რაიმე ცუდ ამბავზე დაწერას რომ მეტი ლაიქი ერგოს. ვინმეს ლანძღვა და ჯვარზე გაკვრები ხომ ნორმად იქცა, რეაქციაც კი აღარავის აქვს.

სხვის ცუდზე იცინის ხალხი და უხარიათ…ასე გააგრძელეთ და მერე რუსეთზე ან თუნდაც იაპონიაზე წერეთ მტერიაო.ამაზე უარესს რას უკეთებს ჩვენს ქვეყანას ნებისმიერი მტერი ნეტა?

ცოცხალია სოსო ჯაჭვლიანი კიდევ კარგი!“,– წერს მაკა რაზმაძე.

„სურათი ამ წუთასაა გადაღებული…ჯანმრთელობა კი აქვს ძალიან შერყეული, მაგრამ ამასაც მოერევა” – დავით ლორთქიფანიძე სოსო ჯაჭვლიანზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g