LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სწავლის 4 ოქტომბერს დასაწყებად ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია: განათლების სამინისტრო

70
ganatleba

4 ოქტომბერს სკოლის შენობებში სწავლის დასაწყებად საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა უსაფრთხოებისთვის და ნებისმიერი სხვა რისკის თავიდან ასაცილებლად, სამინისტროსა და სისტემაში შემავალი ყველა შესაბამისი უწყების მიერ სკოლებში უზარმაზარი სამუშაოები განხორციელდა.

შედეგად, სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია, რაც ვირუსის თავიდან აცილებასა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

განათლების სამინისტროს ცნობით, ახალი სასწავლო წლისთვის თბილისსა და რეგიონებში უკვე დასრულდა 64 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე 64 საჯარო სკოლას.

ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში სრულად დაინერგება ელექტრონული ჟურნალი, რაც, მასწავლებლებს ხელს შეუწყობს ელექტრონულად აღრიცხონ მოსწავლეების როგორც დასწრება, ასევე შეფასება.

პოპულალურები