LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სწორად ჩაცმული ბავშვი თოვლში გაცილებით ჯანმრთელია, ვიდრე სახლში გადახურებული“ – ინგა მამუჩიშვილი

905
2026-01-20_01-54-59_064724

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებს მორიგ სასარგებლო რჩევას უზიარებს.

„რა ლამაზად თოვს და როგორი გახარებულები არიან ჩვენი ბავშვები…ცივი ჰაერი არ გვემუქრება — ნამდვილი მტერი გადაცივება და გადაღლაა.
თუ ბავშვი ჯანმრთელია და სწორად არის ჩაცმული, თოვლი მისთვის საფრთხე კი არა, უდიდესი სარგებელი და სიხარულია!

ბავშვი შაქრის ნამცხვარი არაა — ჰაერზე არ დნება.
უფრო მეტიც, სწორად ჩაცმული ბავშვი თოვლში გაცილებით ჯანმრთელია, ვიდრე სახლში გადახურებული.
და ბოლოს, გარე აქტივობის შემდეგ დაალევინეთ თბილი ჩაი, ჩააცვით მშრალი წინდა და მერწმუნეთ უსაზღვროდ ბედნიერები იქნებიან“, – წერს ინგა მამუჩიშვილი.

„ამ ვირუსულ ინფექციებს შორის ყველაზე რთული მიმდინარეობა აქვს გრიპის ვირუსს!“ – პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს

„ბავშვის ფსიქიკა ჯერ არ არის მზად მუდმივი შეფასებისთვის, ლაიქების, კომენტარებისა და აუდიტორიისთვის. თუ ბავშვი მონაწილეობს სოციალურ სივრცეში, ეს უნდა იყოს იშვიათი“ – ინგა მამუჩიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g