ყველასთვის კარგადაა ცნობილი მუშაობის დროს შიმშილის და სწრაფად წახემსების დაუძლეველი სურვილი. სამწუხაროდ, ხშირად გემრიელი სამხარის წინასწარ მომზადების მაგივრად, ჩვენ უახლოეს კაფეში გავრბივართ და იმ ნახშირწყლებით მდიდარ პროდუქტს ვყიდულობთ, რაც საბოლოოდ ნეგატიურად აისახება ჩვენს წონაზე. გთავაზობთ, რამდენიმე მარტივად მოსამზადებელ სამხარს, რომლებიც შიმშილის გრძნობასაც მოგიკლავენ და თქვენს ჯანმრთელობასაც გაუფრთხილდებიან. მართალია ექსპრეს-რეცეპტების ინგრედიენტები ყველგან არ იყიდება, თუმცა დიდ სუპერმარკეტებში მათი შეძენა პრობლემას არ წარმოადგენს.
კრეკერი, ხუმუსი, ახალი კიტრი
ახალი კიტრი, რამდენიმე უმარილო კრეკერი და ხუმუსის შეკვრა – მშვენიერი სამხარია სამსახურში, მითუმეტეს, რომ მისი მომზადება არც ისე დიდ დროს წაგართმევთ.
ბოლოკი, რიკოტა, ზეითუნის ზეთი
ბოლოკისა და რიკოტას მსუბუქი სალათი აუცილებლად დაგანაყრებთ და გაგახსენებთ იტალიურ რივიერას.
ბანანი, მიწის თხილის კარაქი, თხილი
ტკბილის მოყვარულთათვის საუკეთესო წახემსება ბანანზე წასმული არაქისის კარაქი იქნება თავისი თხილით ან ნუშით. მითუმეტეს, რომ ერთი ცალი ბანანი და ერთი მუჭა თხილი დიდი ხნით დაგავიწყებთ შიმშილის გრძნობას.
პომიდორი, ავოკადო, პოტა
ყველამ კარგად იცის, რომ ავოკადო ნებისმიერი დიეტის აუცილებელი ინგრედიენტია. ამიტომ, სწრაფი და ჯანმრთელი წახემსების ერთ-ერთ ვარიანტად თავისუფლად შეიძლება გახდეს რბილი ავოკადოს და პომიდვრის სალათა თავისი თხელ ნაჭრებად დაჭრილი პიტათი.
ტოსტი, ავოკადო, ორაგული
კიდევ ერთი გემრიელი სამხარის მომზადება შეიძლება ავოკადოს, ჭვავის პურის და შებოლილი ორაგულის დახმარებით. ამგვარი სენდვიჩი იმდენად ნოყიერია, რომ თავისუფლად ჩაანაცვლებს სადილსაც.
ბერძნული იოგურტი, კენკრა, თაფლი
მსუბუქი და არომატული სამხარი განსაკუთრებით მათ მოეწონებათ, ვისაც საუზმის მირთმევა არ უყვარს. შესქელებული იოგურტი და გემრიელი კენკრა განწყობასაც აგიმაღლებთ და ენერგიასაც შეგმატებთ.
ნიახური, არაჟანი, ქიშმიში
სწრაფი წახემსების კლასიკურ ამერიკულ რეცეპტში ხრაშუნა ნიახური და ტკბილი ქიშმიშია გაერთიანებული. მათ, ვისაც წონაში მომატების ეშინია მაიონეზის მაგივრად უცხიმო არაჟნის მირთმევა შეუძლია.
მარწყვი, ნუტელა, ორცხობილა
მათ, ვისაც ხშირად ახსენებს თავს ნახშირწყლების შიმშილი, შოკოლადისა და თხილის პასტის მომარაგაბას ვურჩევთ. უნივერსალური ნუტელა მარწყვითა და ხრაშუნა ორცხობილათი კი, განსაკუთრებით გემრიელია.
პომიდორი, ფეტა, კრეკერი
პომიდვრის, ფეტასა და კრეკერის იდეალური ტრიო მძიმე დღის მშვენიერი განტვირთვაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ დაკარგული ენერგიის აღდგენა გინდათ.