ტაძარებში საკვირაო წირვა მიმდინარეობს. მრევლის ნაწილი ტაძარებში და ეზოში გარკვეული დისტანციით არიან განლაგებული.
ზიარების შემდეგ, მორწმუნეები დასაყოლებელ სითხეს ერთჯერადი ჭიქებით იღებენ, როგორც ეს გასულ კვირასაც მოხდა. ეს არის ერთადერთი ცვლილება, რომელიც ზიარების რიტუალში სინოდის გადაწყვეტილებით შევიდა.
საკვირაო წირვა მიმდინარეობს სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ცოტა ხნის წინ საპატრულო პოლიციის ჯგუფი იყო მისული. ისინი სასულიერო პირებს გაესაუბრნენ და ტერიტორია მალევე დატოვეს.