ტაილანდმა 18 თვიანი ლოკდაუნის შემდეგ საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო და ათასობით ტურისტის მისაღებად უკვე მზადაა.
დასაწყისისთვის რეგულაცია დაბალი რისკის კატეგორიაში მყოფი ქვეყნებისთვის უქმდება და ამ სიაში 60-ზე მეტი სახელმწიფოა. ტაილანდის მონახულებას შეძლებენ ის ადამიანები, ვისაც ვაქცინის ორივე დოზა აქვს გაკეთებული და საზღვრის კვეთის დროს პსრ-ტესტის უარყოფით პასუხსაც წარადგენს. კოვიდ-პასპორტის მქონენი სავალდებულო კარანტინისგანაც თავისუფლდებიან.
აღსანიშნავია, რომ თავად ტაილანდში მოსახლეობის მხოლოდ 42%-ია ვაქცინირებული და ინფიცირებულთა ყოველდღიური სტატისტიკა 10 ათასს შემთხვევას აღწევს.