LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო კორინთელი: „ჩემთვის მეუღლის ერთი თბილი შემოხედვა, ჩახუტება საკმარისია, მერე აღარც მახსოვს, რაზე ვიკამათეთ…“

768
თაკო კორინთელი

მსახიობი და „პოსტივის“ წამყვანი თაკო კორინთელი ჟურნალ „სარკეს“ თავის ოჯახურ ურთიერთობებზე უყვება მეუღლესთან, ლევან ნარეშელთან:

„რა თქმა უნდა, ზოგჯერ ვკამათობთ. ჯანსაღი კამათი აუცილებელია, ვერავინ დამაჯერებს, რომ ისე ცხოვრობს, სულ ერთნაირი ტემპერატურაა ოჯახში. კამათში წყვილები ერთმანეთის ხასიათს უკეთ იგებენ და როცა საერთო აზრამდე მიდიან, ეს საინტერესოც არის. ჩვენ ვიცით, როდის უნდა დავუწიოთ ტემპერატურას, რომ ზედმეტად არ გახურდეს ურთიერთობა.

გაბუტული თაკოს შემორიგება იოლია?

ჩემთვის მეუღლის ერთი თბილი შემოხედვა, ჩახუტება საკმარისია, მერე აღარც მახსოვს, რაზე ვიკამათეთ, ასე რომ, ჩემი შემორიგება არ უჭირს…“

თაკო კორინთელი ტელევიზიაში ქმრის თხოვნით დაბრუნდა: „მინდა, ყოველ დილით ჩემს ცოლს ეკრანზე ვუყურებდეო…“

თაკო კორინთელი: „ლევანმა სიურპრიზი მომიწყო, დამპატიჟა იმ ადგილზე, სადაც გვიყვარდა ერთად ყოფნა და ცოლობა მთხოვა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g