LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თალაკვაძე: „კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია გვყავს“

129
არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ „საკითხთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის თითოეულმა ლიდერმა „აბსოლუტურად სწორი, ადეკვატური და პასუხისმგებლიანი რეაგირება მოახდინა“.

არჩილ თალაკვაძის თქმითვე, „საზოგადოებამ დაინახა, რომ ქვეყანას პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია ჰყავს“.

ირაკლი კობახიძე: გუშინ ყველამ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია, როცა ჭკუა არ გყოფნის, რომ სწორად გააანალიზო მოვლენები, იმისთვის მაინც უნდა გეყოს ჭკუა, რომ გაჩუმდე

„როგორც ხედავთ, საქართველოს ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობას და ყოველთვის სწორ რეაგირებას ახდენს ქვეყნის გარეთ არსებულ რისკებთან დაკავშირებით.

ეს ამ დღეებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როცა პრიგოჟინის იმედად მყოფმა რადიკალურმა ოპოზიციამ ხმამაღალი განცხადებები გააკეთა და ჩათვალა, რომ ხელისუფლების ნაცვლად, გადაწყვეტილებები მათ უნდა მიიღონ, თითქოს ქვეყანასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მათ აქვთ.

საბოლოო ჯამში, ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ქვეყანას ჰყავს პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია, რომელიც აკეთებს დაუფიქრებელ, გაუთვლელ განცხადებებს და ითხოვს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც გაუთვლელია;

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია გვყავს, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზედაპირული წარმოდგენა აქვს და არ ესმის, სინამდვილეში რას ნიშნავს ეროვნული ინტერესის და უსაფრთხოების დაცვა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსეთთან საზღვარი ჩაკეტოს და რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს დაეხმაროს

თალაკვაძე ასევე გამოეხმაურა უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის მოთხოვნას და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას კანონით დადგენილი წესი და პროცედურა აქვს:

„ამ შემთხვევაშიც, საქართველოს მთავრობა ამ წესების სრული დაცვით, საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა. რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებას პრიგოჟინის გარშემო რომ სთავაზობს გაერთიანებას, მიუთითებს, რომ ზედაპირული წარმოდგენა აქვს ეროვნულ ინტერესებზე და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე.

ხელისუფლება ადეკვატურად მოქმედებს საგარეო რისკებთან, საერთაშორისო რისკებთან მიმართებით, რომელიც ახლა ამ რთული ომის და რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში ჩვენს რეგიონშია“, – თქვა არჩილ თალაკვაძემ.

კობახიძე: რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას, საზღვრების ჩაკეტვას, გაირკვა, რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო, მაგრამ ამ სისულელეს ამბობდა ადამიანი, რომელსაც პრეზიდენტი ჰქვია – თუ მეხუთე წელია ვერ შეიგნო მისი უფლებამოსილება, წარმოუდგენელია

სააკაშვილი: „რუსეთის ჩამოშლა 2008 წელს დაიწყო, პროცესი ახლა დასასრულს უახლოვდება“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g