LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობაში“, რეალურად, ერთი გარეცხვაღა არიან დარჩენილები, გზა, რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს, არის სალომე ზურაბიშვილის შემოთავაზებული გზა

288
ჩერგო

გზა, რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს, არის გზა, რომელსაც დღეს გთავაზობს სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

ჩერგოლეიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა მოჯადოებული წრე გაარღვია.

„სამუშაოა ზუსტად ის, რომ უნდა ენდოს ხალხი. ეს არის ჩვენი გამოწვევა, რადგან ნდობა პოლიტიკურ სპექტრს შორის არის დაბლა დასული. სწორედ ამით გამოვარჩევ სალომე ზურაბიშვილის „წინააღმდეგობის პლატფორმას“, რომ გაარღვია მოჯადოებული წრე ამ ჯიუტმა ქალმა, რომლის ინსტრუმენტალიზებაც ძალიან გაუჭირდა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას.

დღეს დასახული ამოცანები არის სრულიად რეალისტური იმ შემთხვევაში, თუ ამ ამოცანების მიხედვით ვივლით და პოლიტიკური სპექტრიდან, იქ შემავალი პარტიებიდან ეგო არავის გაუსხამს. ეს არის სამუშაოზე, საქმეზე ორიენტირებული პროცესი. აქ უბრალოდ ვერ იჩხუბებ ვერაფერზე“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g