LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ოცნების ბოლო იმედი სახლში დარჩენილი და ყველას გადამხაზველი ამომრჩეველია“

149
თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია „ფე­დე­რა­ლის­ტე­ბის“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ახალციხეში „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ რეგიონულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მმართველ პარტიაში „სასოწარკვეთილები არიან“.

როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, „ოცნების ბოლო იმედი, სახლში დარჩენილი და ყველას გადამხაზველი ამომრჩეველია“:

„ქოცების ახალციხის შეხვედრის ნიუსებს ვკითხულობ ახლა – ჰედლაინებს. ძალიან სასოწარკვეთილები არიან და მხოლოდ და მხოლოდ იმ პროდასავლელ მოქალაქეებს შეუძლიათ მათი გადარჩენა, რომლებიც არჩევნებზე სახლში დარჩებიან.

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში პირველად, გვაქვს 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა, რაც განვითარების მთავარი საწინდარია, ეს კი წლების განმავლობაში თქვენ მიერ „ქართული ოცნებისათვის“ გამოცხადებული ნდობის შედეგია

როგორც ივანიშვილმა შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა, „ქართული ოცნების“ გუნდი, წარმატებების მიღწევის მიუხედავად შეჩერებას არ აპირებს და მომავალშიც გააგრძელებს მოსახლეობის განვითარებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვას.

დარჩენილ 50 დღეში ოპოზიცია თვისებრივად ვერაფერს შეცვლის – ერთადერთი რაც შეიძლება ქნას ისაა რომ „ლელო“ და გახარია გაერთიანდეს და პრეზიდენტმა ამ გაერთიანებას ძალა შემატოს, იმისთვის რომ სააკაშვილ/მერაბიშვილ/კეზერაშვილის (ანუ ნაცების და აჰლების) საპირწონე, დამბალანსებელ ძალად გამოჩნდეს.

პრობლემაა ჩვენი ამომრჩეველიც.

ირაკლი კობახიძე – ვინც სვამს ტოლობის ნიშანს ავტორიტარიზმსა და ევროპას შორის, ადამიანების წამებასა და ევროპას შორის, ომსა და ევროპას შორის, კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა“ და ევროპას შორის, მას არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ ევროპულ ფასეულობებთან

დღეს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს 50 ათასი იდენტიფიცირებული ამომრჩეველი ჰყავს (იდენტიფიცირებულზეა მხოლოდ საუბარი).

დაახლოებით 30 ათასი არჩევნებზე მაინც გავა – ცხვირზე ხელს მოიჭერს და ხმას რომელიმე ოპო პარტიას მისცემს (რასაც ვუყურებთ ეს 30 მეტწილად ლელოსა და გახარიას შორის განაწილდება).

დაახლოებით 20 ათასი (მხოლოდ იდენტიფიცირებულებიდან) ან სახლში რჩება, ან ყველას გადახაზავს – თუ ასარჩევებში ჩვენ არ გვხედავს.

სახლში დარჩენილი და ყველას გადამხაზველი ამომრჩეველია ოცნების ბოლო იმედი.“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

ქოცების ახალციხის შეხვედრის ნიუსებს ვკითხულობ ახლა – ჰედლაინებს. ძალიან სასოწარკვეთილები არიან და მხოლოდ და მხოლოდ იმ…

Posted by Tamara Chergoleishvili on Sunday 8 September 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g