LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჟამურაშვილი: „ასეთი შარლატანები ყველგან არიან… ქალბატონი თოფურიას კოლეგად თავს ნამდვილად არ მივიჩნევ…“

803
tamarjamuashili

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი აქვეყნებს ვრცელ სტატუსს, სადაც წერს ჰომეოპათ თინა თოფურიას შესახებ და ამბობს, რომ მის მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებული მალამო, რომელიც, მისი მტკიცებით, კორონავირუსის საპროფილაქტიკო და დამცავი საშუალებაა,

“მალამო დაგიცავთ ახალი ვირუსისგან”, ამბობს თინა თოფურია…

პაციენტი მყავდა, 55 წლის ქალბატონი, ფილტვის წვრილუჯრედოვანი სიმსივნით, ყველაზე ვერაგი სიმსივნეა ფილტვის სიმსივნეებს შორის. 40 დღეში ზომაში ორმაგდება. ერთ-ერთმა მსგავსმა შარლატანმა დაარწმუნა, რომ ქიმიოთერაპია ორგანიზმს უშხამავდა და ამის ნაცვლად “ორგანიზმის გაწმენდა” სჭირდებოდა. ქიმიოთერაპია შეაწყვეტინა და ყავის ოყნები დაუნიშნა (ეს რეალურად მოხდა ბერლინში!). პაციენტი 4 კვირაში გარდაიცვალა, მაშინ, როცა ქიმიოთერაპიით თვეები მაინც ექნებოდა.

ეკატერინე ბერიშვილი: „ეს ქალბატონი არის ჩვეულებრივი მჩხიბავი, შარლატანი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მედიცინასთან და მით უმეტეს, მეცნიერებასთან“

თამარ ჟამურაშვილი: „ვაქცინამ რა უნდა გამოიწვიოს 5-10 წლის შემდეგ, როცა 6-8 თვეში კარგავს, სავარაუდოდ, ძალას და ალბათ, ახალი დოზა დაგვჭირდება?!.“

მეორე პაციენტს, ასევე ფილტვის სიმსივნით, ტვინი ეყო, იმუნური თერაპია არ შეეწყვიტა, მაგრამ კოლოსალურ თანხებს იხდიდა, რომ სახლში მორიგი შარლატანი მისვლოდა და “ჟანგბადი” გადაესხა. როგორც მოგეხსენებათ, ჟანგბადის გადასხმა ინტრავენურად არ ხდება, თუ ვენაში ჰაერს შეუშვებ მომაკვდინებელია, შესაბამისად, სავარაუდოდ, უბრალოდ ფიზიოლოგიურ ხსნარს უსხამდა და ერთ ასეთ გადასხმაში 1000 ევროს იღებდა. იმუნოთერაპია შედეგს რომ გამოიღებდა, აი, გიშველეო, არწმუნებდა. ესეც ბერლინში მოხდა.

‼️ ასეთი შარლატანები ყველგან არიან. სამწუხაროდ, ვერც კი მიედავებით კანონის ძალით, პაციენტები საკუთარი ფეხით მიდიან მათთან, დიდ თანხებსაც უხდიან და საკუთარი ნებით ატყუებინებენ თავს…

ქეთი ლობჟანიძე თინა თოფურიაზე: „რამდენი ბავშვი გაწირა, დავიწყებული დაავადებები შემოაბრუნა, რომ ჯიბე გაისქელოს...“

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი ლობჟანიძე ჰომეოპათ თინა თოფურიას ანტივაქსერულ გამოსვლას ეხმიანება

‼️ ქალბატონი თოფურიას კოლეგად ნამდვილად არ მივიჩნევ თავს, ამიტომ ნურც ეთიკური ნორმების დარღვევაში დამადანაშაულებთ ზოგიერთნი თქვენი მოკლე ჭკუით, რომელიც იმდენსაც კი ვერ წვდება, ორი ექიმი მათი განვლილი გზისა და კომპეტენციის მიხედვით შეაფასოთ და მიხვდეთ, ვის დაუჯეროთ. ან ის მაინც დაინახოთ, ვინ ელოდება თქვენგან მალამოში თანხის გადახდას, ვინ აკეთებს თქვენი ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე ფულს და ვინ მხოლოდ ინფორმაციას გაწვდით.

‼️ არც ის ექიმები მიმაჩნია კოლეგებად, რომლებიც “თინების” სექტას მიეკუთვნებიან. მეტსაც გეტყვით, ამის საშუალება რომ მქონდეს, თითოეულ მათგანს ლიცენზიას დაუფიქრებლად ჩამოვართმევდი. 6 წელი სამედიცინოზე ისწავლო და პანდემიის დროს ვირუსის წინააღმდეგ მალამოს გამოყენება საეჭვოდ მაინც არ მოგეჩვენოს… რაზე მეტყველებს ეს ფაქტი, სახელის დარქმევა თქვენთვის მომინდვია.

‼️ დააკვირდით ტრენდს, გერმანია, საფრანგეთი, საქართველო! მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის.

‼️ ვირუსი არ იცდის, და ვაქცინაციამ, როგორ უნდა მოიცადოს? დრო არ იცდის? როგორ შეიძლება ამის მიხვედრა ასეთი რთული იყოს?!

წარმატებები!!!

P.S. გამომეხმაურეთ მხოლოდ ის ფანატიკოსები, ვინც იცით, ეს მალამო ვირუსის წინააღმდეგ როგორ უნდა გამოიყენოთ. სად უნდა წაისვათ, რომ ვირუსი არ შეისუნთქოთ? იქნებ, ხახაში?“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g