LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ გაბუნია აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტზე: უმჯობესია, შეთანხმების პროცესი წავიდეს დიალოგის ფორმატში. ეს დაძაბულობა ძალიან რთულია ბავშვებისთვის

152
გაბუნია

უმჯობესია, შეთანხმების პროცესი წავიდეს დიალოგის ფორმატში. ეს დაძაბულობა ძალიან რთულია ბავშვებისთვის, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდზე“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბავშვები დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არიან ამ ყველაფრის გამო და ძალიან მნიშვნელოვანია მათი მოლოდინებისა და იმედის გათვალისწინება.

„ბევრი წლის განმავლობაში ბევრი მედიკამენტი და ბევრი სერვისი დაფინანსდა ამ ქვეყანაში. მსგავსი ფონი ამ დაფინანსებას არ ჰქონია. ეს არ არის ის გზა, რომელიც მიგვიყვანს სწორ გადაწყვეტილებამდე მედიკამენტისა ან სერვისის დაფინანსებისთვის.

არ ავნო – ეს არის ფუნდამენტური პრინციპი მედიცინაში. ამიტომ, პირველი, რაც სამინისტრომ გააკეთა, მოიკვლია მონაცემები, რა ვიცით ამ მედიკამენტზე. ეს 52-კვირიანი კვლევა ჩატარდა და გარკვეული პოტენციალი [მედიკამენტს] ნამდვილად აქვს. გარდა ამისა, ადვოკაციისთვის ევროპის იშვიათი დაავადებების საზოგადოებას მივმართე პირადად მე, რომ დამატებითი ინფორმაცია მოეწოდებინა, თუმცა ამას მეტი დრო სჭირდება.

უმჯობესია, რაღაცნაირად შეთანხმების პროცესი წავიდეს დიალოგის ფორმატში. ეს დაძაბულობა ძალიან რთულია ბავშვებისთვის. ისინი დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არიან ამ ყველაფრის გამო და ძალიან მნიშვნელოვანია მათი მოლოდინებისა და იმედის გათვალისწინება. რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ, რომ ერთიანად, კონსოლიდირებული რესურსით გავაგრძელოთ ეს პროცესი უკვე კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში“, – განაცხადა „იმედის” ცნობით, გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g