LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ივერი: „არც მინდა, სახელი დავასახელო მისი, ფიურერმა, მთელ მსოფლიოს შეაძულა ერთ დროს უინტელექტუალურესი და დიდი ერი…“

792
tamari

თამარ ივერი ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში ჩაერთო და წუხილი გამოთქვა რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომთან დაკავშირებით:

„ჩემთვის არის სრულიად მოულოდნელი, უზარმაზარი შოკი. თითქოს პანდემია გადავლახეთ და მეხის გავარდნასავით მოხდა ეს ამბავი. უპირველესად, ეს არის ძალიან დიდი საფრთხე ჩვენთვის, დიდი ტრაგედია უკრაინისთვის, რაც იქ ხდება. უამრავი მეგობარი და კოლეგა მყავს, რომელიც ამას ძალიან განიცდის. თუნდაც რუსი კოლეგები, რომლებიც წლებია, ამ რეჟიმს რუსეთიდან გაექცნენ. ამ ერთმა ადამიანმა, არც მინდა, სახელი დავასახელო მისი, ფიურერმა, მთელ მსოფლიოს შეაძულა ერთ დროს უინტელექტუალურესი და დიდი ერი.

ჩემი კოლეგებიც ძალიან დაზარალდნენ, რუსი კოლეგები, რომელთაც გამოსვლები ჰქონდათ. არ მაქვს ლაპარაკი, ვისაც რეჟიმთან კავშირი აქვს და მისი ხელმძღვანელის ფავორიტები არიან, უბრალოდ, ვინც რუსეთიდან არის წარმოშობით და რუსული გვარები აქვთ. არც სპექტაკლები აქვთ… ყოველდღე უუქმდებათ კონცერტები. რამდენიმე დამიკავშირდა და მითხრეს, რომ ნათესავები ჰყავთ ქართველები და სურთ საქართველოს მოქალაქეობა. ეს არის საუკუნის ტრაგედია. ის ბავშვები, რომელთაც ულამაზესი მომავალი უნდა ჰქონოდათ… მათი ცხედრები ითვლება დღეს ქუჩებში. არ ვიცი, როგორ უნდა ჩავატიო ეს ყველაფერი ერთ სიტყვაში…

ჯემალ სეფიაშვილი: „პუგაჩოვა ემიგრაციაში არ წასულა… თამრიკო გვერდწითელის მეტი სალაპარაკო არ გვყავს?!.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები