საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დირექტორს, თამაზ ლობჟანიძეს და ფაქტობრივ მმართველ მერაბ ფერაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ბრალდებულების ადვოკატი ორივე ბრალდებულისთვის აღმკვეთ ღონისძიებად 10-10 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მოსამართლის გადაწყვეტილებას დაზარალებული მეანაბრეები ტაშით შეხვდნენ.
წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 30 იანვარს, 15:00 საათზე გაიმართება.