LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამაზ მეჭიაურმა შარშან უცნობი მეგობრისგან საჩუქრად 7000 დოლარი მიიღო – თიანეთის მერის ქონება

152

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ მეჭიაურმა, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს მეგობრისგან, რომლის სახელი და გვარიც დეკლარაციაში არაა მითითებული, საჩუქრის სახით, 7000 დოლარი მიიღო.

თამაზ მეჭიაურს ქონებრივი დეკლარაცია 10 იანვარს აქვს შევსებული. მას მერის პოსტზე მუშაობისას, 13 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელფასის სახით აღებული აქვს 6590.40 ლარი.

მეჭიაური ნასაგურში 1500 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს ფლობს.

როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული თამაზ მეჭიაურს სახელფასო ანგარიშზე „ლიბერთი ბანკში“ 2003.32 ლარი, ხოლო საპენსიო ანგარიშზე 3006 ლარი ერიცხება. „ქართუ ბანკში“ კი 10 822.93 დოლარის დეპოზიტი აქვს.

თიანეთის მერს ქონებრივ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული ოჯახის წევრების შესახებ არანაირი ინფორმაცია. შესაბამისი გრაფა მონაცემებს არ შეიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g