LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამრიკო ქავარცხავა: „დათვლილია, დაღუპულთაგან  მინიმუმ 1/4 გადარჩებოდა, რომ აცრილიყვნენ. ხშირ შემთხვევაში, მსხვერპლის გარემოცვამ გვაჯობა…“

236
ტამრიკო ქვარცხავა

ექიმი-ეპიდემიოლოგი თამრიკო ქვარცხავა საუბრობს კორონავირუსის შესახებ და დასძენს, რომ პანდემია არ დასრულებულა:

„დღეს 1 მილიონს მიაღწია ამერიკაში COVID-19 დაღუპულთა რიცხვმა. პანდემიის დასაწყისში ფიქრობდნენ, 200,000 იქნებოდა მსხვერპლი. ფაუჩის აკრიტიკებდნენ ასეთი პესიმისტური პროგნოზისთვის. გახსოვთ, როგორ დასცინოდნენ (ჩვენთანაც)? ხუთჯერ მეტი მსხვერპლი მივიღეთ. პანდემიის დასაწყისიდანვე  გაწეული წინააღმდეგობა, მენტორული ტონი, „ნუ გვაშინებთ”,  ცინიზმით სავსე აბსურდული ტელეგანხილვები, ეჭვი, ლანძღვა, მცდარი ინფორმაციის ტირაჟირება, „გაგვხსენით, ევროპა გუგუნებს!”  და პოლიტიკური ბრძოლისთვის ამ ტრაგედიით მანიპულირება (კოლეგებისგანაც)  ადამიანებს აღარ ახსოვთ.

ამოდენა მსხვერპლის შემდეგ არ შეიძლება, უკან არ მოვიხედოთ, არ გავაანალიზოთ შეცდომები და არაფერი ვისწავლოთ. უნდა დავფიქრდეთ, რა შეგვეშალა, სად იხარჯებოდა ფუჭი დრო და ენერგია, ხელი რომ აღარ შევუშალოთ სწორი ინფორმაციის სწრაფად მოგზაურობას, მით უმეტეს, როცა ეს ინფორმაცია სულ იცვლება და სანამ წინა კვირის მოვლენებზე ვჩხუბობთ, ახლის ანალიზი და გავრცელება ხდება კრიტიკული. ფინანსურ ზარალზეც აღარ არის ლაპარაკი. 16 ტრილიონზე მეტია დახარჯული. რომ არ დახარჯულიყო, მეტი დაიღუპებოდა. დათვლილია, დაღუპულთაგან  მინიმუმ 1/4 გადარჩებოდა, რომ აცრილიყვნენ. ხშირ შემთხვევაში, მსხვერპლის გარემოცვამ გვაჯობა. ბევრნაირი ფრონტი იყო გახსნილი, რაც ხელს გვიშლიდა საერთო მტერთან ბრძოლაში. იმედია, მომავალში პრაქტიკოსი კოლეგებიც (ჰოსპიტალისტები) მეტი ნდობით, ნაკლები ცინიზმით და კონკურენციის განცდით მიიღებენ განსხვავებულ და სრულიად უცნობ სფეროებს, სისტემებს, ინსტიტუციებს, სტანდარტებს.

მოკლედ, მწვავე ფაზაში, რა თქმა უნდა, აღარ ვართ, მაგრამ პანდემია არ დასრულებულა. მეტი და უკეთესი წამლები და ვაქცინები გვჭირდება. მეტი ინვესტიცია იქნება საჭირო მეცნიერებაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g