LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თანამედროვე სიყვარული” – ენ ჰეთევეი ახალ რომანტიკულ სერიალში (ვიდეო)

539
6718866-0-image-a-44-1543356722679

კომპანიამ “Amazon Prime Video” თავისი ახალი პროექტის სრული თრეილერი წარადგინა. სერიალი სახელწოდებით „თანამედროვე სიყვარული.“ იდეა “The New York Times”-ის სტატიიდან იქნა აღებული, რომელიც სიყვარულისა და ურთიერთობების შესახებაა. სერიალის გმირებს ეშინიათ ახალი ურთიერთობებისა და გრძნობების, ზოგიერთს საკუთარ პარტნიორში ეპარება ეჭვი, ზოგიერთი კი ცდილობს ოჯახური პრობლემები ფსიქოლოგის კაბინეტში მოაგვაროს.

ცნობისთვის, თითოეულ ეპიზოდს თავისი რეჟისორი და სცენარისტი ეყოლება, რაც კონკრეტულ  სერიას უფრო დამოუკიდებელს და ინდივიდუალურს გახდის. მთავარ როლებში არიან ენ ჰეთევეი და ენდრიუ სკოტი.

ასე რომ, თუკი სიახლე მოგაკლდათ, გსურთ სერიალის გმირებთან ერთად იმ რთულ პროცესში ჩაერთოთ, რასაც სიყვარული და ურთიერთობები ჰქვია და ისწავლოთ პრობლემებში იუმორის დანახვა, “Modern Love” თქვენთვისაა, დაელოდეთ ოქტომბერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები