LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანამშრომლის დედის დაინფიცირების გამო რუსთავის საკრებულოს ნაწილი თვითიზოლაციაზე გადავიდა

173
1 რუსთავი

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი დღეის მონაცემებით 130-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზე გავრცელდა, მოგვიანებით კი აღნიშნული მონაცემები დაადასტურეს ოფიციალურმა პირებმა. ახალ შემთხვევებს შორის აღმოჩნდა რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის მშობელი, რომელიც ამ დროისათვის თბილისშია გადაყვანილი, ხოლო საკრებულოს წევრს ინფექციაზე ტესტირება უტარდება. ლაბორატორიული ანალიზების პასუხი სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი, თუმცა მანამდე რუსთავის თვითმმართველ ორგანოში შესაბამისი ზომები უკვე მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის საკრებულოს თანამშრომლების ნაწილი თვითიზოლაციაში გადავიდა.

საკრებულოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საკრებულოს აღნიშნული წევრი უკვე თბილისშია და მას ტესტირება უტარდება, საკრებულოს ყველა დანარჩენი თანამშრომელი კი, რომელსაც დეპუტატთან სავარაუდო შეხება ჰქონდა, თვითიზოლაციაშია. მათივე ინფორმაციით, შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა, ამ დროისთვის კი საკრებულო დაკეტილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g