LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსის მძღოლი, რომელმაც მგზავრს ჰომოფობიურ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენა, დაკავებულია

277
ტაქსი 6

თბილისში, ტაქსის მძღოლმა მგზავრს “საყურეებიანი პიდარასტი” უწოდა. არსებული ინფორმაციით, ამის მომსწრე გახდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რის შემდეგაც მძღოლი დააკავეს.

შემთხვევა 11 იანვარს მოხდა. ტაქსის მძღოლმა მგზავრს „საყურეებიანი პიდარასტი“ მას შემდეგ, რაც სერვისთან დაკავშირებით პრეტენზია მოისმინა.

ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ და ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც წვრილმან ხულიგნობას ნიშნავს, რაც პირის 500-დან 1 000 ლარამდე დაჯარიმებას ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობას ითვალისწინებს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g