ფეხბურთელმა გაძევება გოლის ორიგინალური აღნიშვნისთვის დაიმსახურა.
კურიოზი შვედეთის მესამე ლიგის მატჩში მოხდა.
”ნორბიუს” ფეხბურთელმა მედი დრესევიჩმა ”ტვააკერთან” შეხვედრისას მესამე გოლი გაიტანა, რის შემდეგაც ტრიბუნაზე გაიქცა და იქიდან აღნიშნა გატანილი გოლი, როდესაც საკუთარ თავს ტაში დაუკრა. არბიტრმა ეს ორიგინალურობა არ დააფასა და დრესევიჩს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა.
თამაში გაძევებული დრესევიჩის გუნდმა 6:1 მოიგო.
Medi firar sitt hattrick med att gå upp på läktaren för att applådera sig själv. Glömde av sitt gula #ettanfotboll pic.twitter.com/qi0DJBZXDr
— Norrby IF (@NorrbyIF) August 30, 2016